What's wrong?!

  ცოტა მეშინოდასავით,რადგან ტოდმა ისე დაიწყო ლაპარაკი მეთქი კვდება და ეგაა.საწოლზე ჩამოვჯექი და დაველოდე.
-მგონი ცუდი რაღაც გავაკეთე.
-და რომ დაკონკრეტდე არა?
-შეხვედრის შემდეგ მე მარია...ნუ ხო ხვდები რა!
-თქვენ ისს??-სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა!!! ტოდი ბედნიერებას იმსახურებს,ისევე როგორც მარია,ახლა უნდა გამერკვია თოფიც თუ გრძნობდა რაიმეს მარიას მიმართ.-და მარია მოგწონს?
-არ ვიცი...აქ ზუსტად მაგისთვის მოვედი..
-ანუ გინდა რომ მარიას ვკითხო რას გრძნობს შენს მიმართ?
-ზუსტად ეგრეც არაა,ოდესმე ვუხსენებივარ?
-ტოდ, რაღაცას გეტყვი.მიდი და თამამად გამოუტყდა გრძნობებში.დამერწმუნე,ისიც იგივეთი გიპასუხებს.
- მადლობა,ბეტსს!! - გადმოიხარა და ჩამეხუტა.
-წადიი!!და ხო შემატყობინე ყველაფერი.
-ნუუ თუ იგივე გრძნობით მიპასუხა,დრო არ მექნება რომ დაგირეკო.
-დაცვა გამოიყენეთ.
-რა პატარა ხარ რაა!თქვი პრეზერვატივი!
-ვერ ვიტან ეგეთ სიტყვებს,ხოდა წადი დროზე და უთხარი მარიას ყველაფერი.ჩვენ სასაუზმოდ გავალთ და ლოკაციას გამოგიგზავნი!
-კაი.- რასაც ჰქვია გაფრინდა ოთახიდან,ვიცი რომ ეს ,, არდადეგები"საოცრად დამთავრდება.საწოლზე ვიჯექი და ვფიქრობდი,რომ ძალიან კარგი ვქენი აქ რომ წამოვედი.ამ ფიქრებში ჰარიმ კარები შემოიღო.საწოლზე დაეხეთქა და მკითხა
-წავედით?
-ხო.
- იმათ არ დაველოდოთ?
-ისინი დაკავებულები არიან.
-მე მგონი ვხვდები,წამო და გზაში მომიყევი.
  სასტუმრო დავტოვეთ და გზას გავუდექით.ხელები ჩაკიდებული გვქონდა და აქეთ-იქით ვაქნევდით. ყველაფერი მოვუყევი მარიაზე და ტოდზე,მასაც გაუხარდა და ამ საუბარში კაფესაც მივაღწიეთ.ძალიან მიყვარს  ასეთი  ადგილები.



დავსხედით და ბლინები შევუკვეთეთ. მოდი გეტყვით აქვე კაფეში რა მოხდა.ესეიგი შევედით თუ არა,დავინახე გოგოები როგორ ათვალიერებდნენ ჰარის.მე ეჭვიანობა დავიწყე და ჰარის ხელი მოვკიდე ,რადგან სცოდნოდათ,რომ ჰარი მე მეკუთვნის.მაგრამ ამანაც არ შეაჩერათ. ის გოგო რომელიც გ გვემსახურებოდა რასაც ჰქვია ჰარის თავზე დაალაგა,მე ალმური მომეკიდა და უფრო წითელი გავხდი.ის გოგო ისე გაერთო ჰარის ყურებით,რომ დაავიწყდა შეკვეთა.თითები თვალწინ გავუტკაცუნე და ცივად ვუთხარი.
-თუ დაასრულეთ ჩემი შეყვარებულის ყურება , შეგიძლიათ შეკვეთა მოგვიტანოთ?- იმ გოგომ ამრეზით შემომხედა,მეც არ დავაკელი და მკვლელი მზერა ვესროლე,ამაზე თვალები ააფრიალა და გაგვეცალა. ჰარი ამ დროის განმავლობაში გაღიმებული მიყურებდა.
- რა იყო?- ვკითხე.
-შენ მე შეყვარებული მიწოდე.
-მერე? არ ხარ თუ რა?- ამაზე ჩაიცინა,ახლოს მოიწია და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-დიახაც, შეყვარებულები ვართ!-ახლა ლოყაზე მაკოცა და ჩემს თმებს გაეთამაშა.ამ დროს ის გოგოც მოვიდა,მე გველურად გავუღიმე და მადლობა გადავუხადე.
  ჭამა უნდა დაგვეწყო,როდესაც მარია და ტოდი დავინახე, ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ.მე დავიწივლე და მათკენ გავიქეცი.ჯერ ტოდს შევახტი ,მერე მარიას და ჩუმად ჩავჩურჩულე: ,,ხომ ვამბობდი". ორივეს ხელი გადავხვიე და ჩვენი მაგიდისკენ წავიყვანე.ჰარიმაც ორივეს მიულოცა და ბედნიერება უსურვა.ბლინები კიდევ შევუკვეთეთ,ვჭამდით, სასაცილო ისტორიებს ვიხსენებდით და ვიცინოდით,მთელი  კაფე ჩვენ მოგვჩერებოდა,ჩვენ კი საერთოდ არ გვანაღვლებდა.უცებ ტელეფონმა დარეკა მედისონი იყო.გამეღიმა,რადგან ჩემი პატარა გოგონა უკვე მომენატრა.
-გისმემედ!
-ბეტი.. - კანკალით თქვა ეს სიტყვები,შევშინდი,ამიტომ მეც ვერ მოვახერხე ხმის ამოღება.
-რა ხდება? - ვკითხე შეშინებულმა,რაზეც ყველამ ჭამა შეწყვეტეს და მე შემომხედა.ჰარი მანიშნებდა რა ხდებაო,მე კი ვერაფერს ვერ ვამბობდი.
-ლილი ის ძალიან ცუდადაა...- მითხრა მედისონმა და ტელეფონი გათიშა..

Comment