Germany

   სკამიდან დენდარტყმულივით წამოვვარდი და ჰარი მეცა.


-რა მოხდა?ყველაფერი კარგადაა?-ვატყობდი ისიც როგორ ნერვიულობდა.


-მე..მედისონმა დამირეკა..ლილია ცუდადააო..-ძლივს ვუთხარი,თანაც ამ დროის განმავლობაში ღრმად ვსუნთქავდი,რაადგან ლილიას რომ რამე მოსვლოდა თავს არ ვიცოცხლებდი.


-ნუ გეშინია პატარავ,ბილეთებს ავიღებთ და წავალთ.


-არა ათქვენ დარჩით,მე წვალა.-ვუთხარი როდესაც ყველა წასვლაზე ალაპარაკდა.


-შენ რა გგონია მარტოს გაგიშვებ??-მკითხა ჰარიმ მკაცრად,როგორც იქნა ტოდი და მარია დავარწმუნეთ რომ დარჩენილიყვნენ,რადგან კიდევ რამოდენიმე შეხვედრა გვქონდა.უცებ ასსტუმროსაკენ გავიქეცით,ტანსაცმელი ჩანთაში რასაც ჰქვია ჩავყარეთ და აეროპორტისაკენ წავედით ტაქსით.გზაში ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი,ხელები მიკანკალებდა,გული სწრაფად მიცემდა,ლილიაზე და მის მოცინარ სახეზე ვფიქრობდი.გვერდით ჰარი მყავდა,რომელსაც ჩემი ხელი ეჭირა და ზედ მკოცნიდა.აეროპორტამდე გზა საოცრად გაიწელა და დაუსრულებელს ჰგავდა,არ ვიცი ამ დროს როგორ გავუძელი.ერთი სული მქონდა მივსულიყავი ლილიასთან და გულში ჩამეკრა.ჩემს თავზე გავბრაზდი მარტო რომ დავტოვე და ცრემლიი მომერიამაგრამ უცებ მოვიწმინდეეს ჰარიმ შეამჩნია და ყურში ჩამჩურჩულა ,,ამას ერთად გადავიტანთ,რაც არ უნდა იყოს შენთან ვარ,სიცოცხლის ბოლომდდე",ამ სიტყვებმა გამაღიმა,მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი.


     აეროპორტის შესასვლელში რასაც ჰქვია შევარდით და იმ ქალბატონს ვკითხეთ ბილეთებს რომელიც ჰყიდდა.


-ბილეთები გვჭირდება გერმანიისკენ.-უთხრა ჰარიმისე რომ გამარჯობაც არ უთხრა.


-გაგიმართლათ,თან ძალიან,გერმანიისაკენ მიმავალი თვითმფრინავი,სულ რაღაც 10წუთში გადის,ამიტომ იჩქარეთ-ჰარიმ ფული ამოიღო,მაგრამ მე გავაჩერე და ვუთხარი,რომ მე გადავიხდიდი,მაგრამ ჰარიმ მაინც თავისი გაიტანა და თვითმფირნავისაკენ გავიქეცით...


___


  ახლა კი თვითმფრინავში ვზივართ,თავი ჰარის კალთაში მიდევს და ჩემს თავს ისე ვუბრაზდები როგორც არასდროს,ლილია არ უნდა დამეტოვებინა.ვიცი მედისონი როგორი კარგი და საოცარია,მაგრამ ლილია ხომ ჩემი გოგონაა.იმდენად ვარ მიჯაჭვულები ერთმანეთზე,რომ ვერ ვძლებთ ერთმანეთის გარეშე.კარგადაა,ყველაფერი კარგადაა,ვუმეორებდი საკუთარ თავს.დღეს,როდესაც მძინარე დავინახე,ემოციები მომერია,ჩემი პატარა გოგონა,ჩემი კნუტი..ცრემლები წამომივიდა და ერთი ამოვიქვითინე,ჰარის ეს არ გამოჰპარვია და თავზე მომეფერა.მაკოცა და კვლავ ჩემს პოზაში დამაბრუნა.


  ფრენა გაიწელა და გაიწელა...გერმანია კვლავ შორს იყო...ყველას დავურეკე მედისონსდედას,რონის,ევას,ლიამს,ნაილს მოკლედ ყველას!!არავინ მპასუხობს,საერთოდ არავინ..ამან უარესად ამანერვიულა და მთელი ფრენის განმავლობაში ჰარის ხელს ისე მაგრად ვუჭედი მეშინია არ ვატკინო..ისიც ძალიან ნერვიულობს,ვატყობ რომ ასეა,თვალებით არავის არ უყურებს,თითქოს სადღაც შორს იყურება და გარშემო არავინაა.უცებ პილოტის ხმა გაისმა,ვოცნებობდი რომ რაიმე ცუდი არ ეთქვა,რადგან ამის დრო ნამდვილად არ იყო.


-ქალბატონებო და ბატონებოთვითმფრინავი 20წუთში დაეშვება.


  გულზე მომეშვა,20 წუთიც და ლილიას  ვნახავდი.როდესაც ეს მოვისმინე,ჰარიმ გახარებულმა შემომხედა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია,გადმოიხარა და ტუჩებზე მოწვეტით მაკოცა.


-დღეს იღბალი ჩვენ მხარესაა.-ვუთხარი.


-დიახ,დიახ-მითხრა ჰარიმ და თავი ჩამომადო.ეს 20 წუთი მის თმებს ვეფერებოდი,ახლა კი მოკლეა,მაგრამ მაინც ისეთი ფაფუკი და რბილი,როგორც ადრე.მალე დავეშვით ,ბარგი ავიღეთ და შესასვლელისაკენ გავიქეცით.ვგრძNობდი,რომ ლილიასთან ახლოს ვიყავი,ამიტომ ენერგია მომემატა,შემეძლო ფეხებითაც გავქცეულიყავი სახლამდე.სწრაფაად ტაქსიში ჩავსხედით და ელვის უსწრაფესად სახლისაკენ გავემართეთ.ახლა უკვე სიძლიერე მომემატა,რადგან მალე ჩემს კნუტს ვნახავ.


  ესეც ასე,მოვედით...ტაქსისტს ფული ჰარიმ გადაუხადა,სანამ მე ეზოში მივრბოდი.მივრბოდიმივრბოდი...თუმცა გეგონება ადგილს ვიყავი მიყინული და ვერ ვმოძრაობდი.ირგვლივ სიჩუმე იდგა,ნაზი სიო უბერავდა,ჩანდა რომ ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ მე ხომ სახლში ჯერ არ შევსულვარ.ამ დროს ჰარიც მომეწია უკან,კართან დავდექი,ხელი სახელურისაკენ წავიღე,ჩამოვწიე და კარი გავაღე,იქ კი....

Comment