Todd?

  დილით უნამუსო მაღვიძარა მაღვიძებს,არც კი ვიცი როდის დავაყენე.ხელი ტუმბოსაკენ გავიწვდინე და ტელეფონის პოვნა ვცადე,მაგრამ სადაა ტელეფონი?მთელი ტუმბო მოვქექე არსად არაა!!ეს ხმა კიდე ნერვებზე მთხრისს!უცებ ჩაცინების ხმა გავიგე,უკვე მივხვდი ვინცაა და რაც გააკეთა,ამიტომ ელვის უსწრაფესად ჰარის ზემოდან დავახტი,თმა წინ ჩამომეშალა,ამიტომ სული შევუბერე და სახიდან მოვიშორე.


-ხომ იცი როგორ ვერ ვიტან დილით რომ მაღვიძებენ?-წარბები შევკარი.


-კიი,მაგრამ შენი ტუჩების გემო მომენატრა.


-მალე ჩემი მუშტის გემოსაც გაიგებ!!-ამაზე ჰარიმ ხხმამაღლა გაიცინა და ისე ჩამეხუტა ლამის გამჭყლიტა.


-ჰარიეტტ!!გამჭყლიტეე!!


-მაგ სახელს კიდევ დამიძახებ და მართლა გაგჭყლიტავ.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.


-შეგიძლია მაღვიძარა გამორთო?უკვე ნერვებზზე თამაშობს.-ჰარიმ უცებ გამორთო მაღვიძარა და მომიბრუნდა-იცი რამდენს გირეკავდნენ?დაურეკე ,თორე აქვე ჩამოგაკითხვანე.


-მართლა?-ტელეფონს დავწვდი და უიიმეე!!პირველი დედას მივწერე მალე დაგირეკავ მეთქი,მერე კიდე მედისონს დ ავურეკე.


-ჰეიი მედსს,როგორ ხარ?


-შე ნაგავო,იდიოტო,დამპალო რო გირეკავ სად ხარ??


-არ მეცალა.


-რას აკეთებდი?


-ამმ..ისა..შეხვედრისთვის ვემზადებოდი.


-შენი შეხვედრა ვიცი მე.


-კაიხოო!!ლილია როგორაა?


-საოცრადდ,უბრალოდ მოენატრე.


-ვუმმე დედას პატალა ,მეც მომენატრა.უცებ ფეისთაიმით დაგირეკავ და მანახე.


-სძინავს.


-არაუშავსს!!მძინარე მანახე.-უცებ ფეისთაიმით დავურეკე და ლილია დავინახე,რომელსაც მშვიდად ეძინა და ფშვინავდა,ჰარი ზურგიდან ამეკრო,თავი კისერში ჩამირგო და შემდეგ ტელეფონს გახედა.ნაზად გადმოიხარა და  ყურში ჩამჩურჩულა


-შენ გგავს.


-ვაბშე არა!


-შენი ასლია,მამიკოს გოგოა.-გამეცინა და ისევ ლილიას დავაცქერდი.მისი ხმა,პატარა ხელები და ფეხები ყველაფერი საოცრად მენატრება.ამ დროს ცრემლები წამომივიდა.


-მედ,მე წავალ და მერე დაგირეკავთ-ვუთხარი აკანკალებული ხმით და გავუთიშე.


 თვალებზე ხელი ავიფარე და ცრემლებს მივეცი საშუალება ჩემი სახე დაესველებინათ.


-ჩემო პატარა,ნუ ტირი გთხოვ,მალე ვნახავთ ლილიას და მერე ერთად წავიდეთ დასასვენებლად.-მითხრა ჰარიმ და ჩამეხუტა,ხელები შემოვხვიე და მის მკლავებში ამოვიქვითინე.


-მომისმინელილიას უუმაგრესი დედიკო ყავს,ნუუ მამიკო უსიმაპტიურესი,ნუ ღელავ ,ხომ ხედავ კარგად არის..


-ჰარი იმის მეშინია,რომ რადგანაც სამსახურის გამო მასთან ცოტა დროს ვატარებ ,როცა გაიზრდება ვერ მიცნობს და ..-კიდევ ერთხელ ღრმად ამოვისუნთქე და ჰარის მთელი ძალით ავეკარი.


-ლამაზო,მიდი მოემზადე და ტოდთან და მარიასთან ერთად სასაუზმოთ წავიდეთ,ოღონდ სანაპიროსთან ახლოს პატარა კაფეში.-თავი დავუქნიე და ანსაცმლის ასაღებად გავიწიე,როდესაც ჰარიმ მიმაბრუნა და ტუჩებზე მოულოდნელად დამეწაფა.-შეხვედრამდე პატარავ.


-შეხვედრამდე.-ვუთხარი და უცებ ოთახიდან გამოვარდი.ათასნაირი ემოცია ირეოდა ერთმანეთში,ბედნიერება,სიხარული,აღტაცება ,ყველაფერი ერთადდ!!ოთახში შესვლისთანავე ტანსაცმელი გავიძრე და აბაზანაში შევედი.20წუთი ცივი წყლის ქვეშ გამოვფხიზლდი და მთელი დღის სამყოფი ენერგია მოვიკრიბე,მოვემზადე ახალი გამოწვევევბისათვის და ემოციებისთვის.როცა ოთახში გავედი დავინახე ტოდი რომელიც საწოლზე იწვა.შევკივლე და შევხტი.


-რა გაწივლებს გოგო??წაიღე ყურთასმენა!


-აქ რას აკეთებ?-ესეიგი საქმე მაქვს.


-მოიცა ჩავიცმევ.



-ხოო,მალეე!!-ერთი ამოვიხვნეშე და კარადას მივაწყდი.უკვე გადადებული მქონდა ტანსაცმელიამიტომ ავიღე და საპირფარეშოში შევედი.მაინტერესებდა ტოდი რაზე დამელაპარაკებოდა.უცებ ჩავიცვი და გავედი.ტოდი ჩემთან ახლოს დადგა და ამოიოხრა.


-გთხოვ მომისმინე....



Comment