Todd and Betty?



გაინტერესებთ რა დავინახე? ხოდა გეტყვით.


   ტოდს და ლილიას თავზე გვირგვინები ედგათ,ლილია ტოდს ჩაის უსახამდა და ტოდი იცი როგორ სვამდა? როგორც ნამდვილი პრიინცესა,ორი თითით ფინჯანის ყური ეჭირა და დანარჩენი სამი გაფარჩხული ჰქონდა. როგორ შევიკავე სიცილი არ მახსოვს,მაგრამ ძალიან გამიჭრდა.ასეთ შანსს ხელიდან ხომ ვერ გავუშვებდი?ჩუმად მივეპარე ტოდს და ვითომ კაბა მეცვა,რევერანსი გავუკეთე.


-თქვენო აღმატებულებავ ტოდ,წასვლის დრო არ მოვიდა?-ტოდმა გაიცინა ,თავი დამიკრა და მითხრა


-უკვე დროა?პრინცესასთან თამაშში დრო მალე გავიდა.-ლილია გამოიქცა და მეც და ტოდსაც ჩაგვეხუტა.ტოდმა ხელში აიყვანა და ცალი ხელი მეც მომხვია.


-პრინცესავ,ჩვენი წასვლის დროა,მაგრამ გპირდები რომ ჩამოვალთ გასართობ პარკში წაგიყვანთ,ხო?-იკითხა და გამომხედა.


-აბარაა!!-მეც ხტუნვა დავიწყე.


-აი შენი დედიკოც ბავშვია,არაუშავს მასაც გავართობთ.-ტოდს ხელი გავკარი ,ამაზე გადაიხარხარ.კიბისაკენ გავიხედე და მედისონი გაღიმებული გვიყურებდა. ვანიშნე ,,შენ ცოტა ცუდად ხომ არ ხარ?" .ის ჩვენთან მოვიდა და ლილია წაიყვანა.


-დროზე წადით,თორე არ გაგიშვებთ-მე ბოლოჯერ ჩავკოცნე ლილია,ტოდმაც მთელი სახე დაუკოცნა,ჩემი ბარგი აიღო და გარეთ გავედით.ჩანთა საბარგულში მოამზადა და კარი გამიღო.


-რა სიჯენტლმენეა ნუუ!!-გავიცინე.


-რა ვარ ნუუუ!!!-გაიხუმრა ტოდმა.-აუ რამე სიმღერა ჩართე,ძაან სიჩუმეა.


უეზბე (თუ რაღაც)მომაწოდა,მეც ჩემს ტელეფონს შევუერთე და ვკითხე.


-რა ჟანრის სიმღერები მოგწონს?


-100%ით გენდობი,ვნახოთ როგორი გემოვნება გაქვს.-მეც ჩავრთე იცით რომელი სიმღერა ? სერიალ  მეგობრებში რომ არის I'll be there for you


-ეეეე ჩემი საყვარელი სიმღერაა!!-წამოიყვირა ტოდმა.


-მართლა? თუ ღადაობ?


-არაა ბეტსს,გატყუებ.


-ბეტს რამე ახალია?


-დღეიდან მაგას დაგიძახებ.


-ოუქეიიი!!-როცა მისამღერი ჩაირთო,მე და ტოდი გიჟებივით ვმღეროდით და ჩვენივე თავებზე ვიცინოდით.


  სულ მალე აეროპორტში მივედით,შესასვლელში კი წარბშეკრული ჰარი და მარია დაგვხვდნენ.


-მოწყენილობის მეფეც აქაა!-გადმომჩურჩულა ტოდმა,მე კი ლამის გავიგუდე.ამ ჟესტზე ჰარიმ წარბი აწია,მე კი თვალები გადავატრიალე.


 იმის მოყოლას არ დავიწყებ ჰარი რომ საყვედურებს მოჰყვა,რატომ დააგვიანეთო,სად იყავითო,მოკლედ რაა!!


  თვითმფრინავში როცა ავედით,მე და ტოდი ერთად მოვხვდით,ხოლო ჰარი და მარიამ ერთად.მოდი ვაღიაროთ,ეს მარიაც ერთი დიდი ძუკ...მიხვდით ხო?ჰარის იცით როგორ ეფლირტავებოდა? დეკოლტე ეცვა და უფრო დაბლა დაქაჩა,ამაზე ჰარიმ გაიცინა,საპირფარეშოსკენ წავიდა და მარიასაც ხელი მოჰკიდა..თავი ვეღარ შევიკავე და ჩავიჩურჩულე ,,ფუ ბო*ი".


-ბეტს,რამე ვითამაშოთ,ან რამეზე ვილაპრაკოთ,უკვე დავიღალე.


-აუხოო!!!! მეც ძაან მოვიწყინე.


-მაშიინ...მაშინნ...ვიციი!! აი ის,კითხვებზე როა..-მე გამეცინა.


-ააა 21 კითხვა?


-ზუსსტადდ!!-პატარა ბავშვივითაა ,ამაზე უფრო გამეცინ.


-პატარა ბავშვი ხარ ნუუ!-ვუთხარი.


-მე? კიდე მე? არა მე ვიყავი გასართობი პარკის გაგონებაზე ხტუნვა რომ დავიწყე.-თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა გავიცინე.ყველა მე მიყურებდა,ტოდი ცდილობდა თავი შეეკავებინა,მაგრამ ისიც ამყვა და ვხარხარებდით.ხალხს გიჟები ვეგონეთ.ამ დროს, ჰარი და მარია გამოვიდნენ საპირფარეშოდან,მარია კაბას ისწორებდა და ტუჩსაცს ისწორებდაჰარის კი რამოდენიმე ღილი შეხსნილი ჰქონდათ.


-ვაუ!ამათთვის უკვე დაიწყო დასვენება-თქვა ტოდმა.არ ვიცი რა ვიგრძენი,როდესაც ეს დავინახე.გული ჩამწყდა..მაგრამ იცით რა?? ჰარის კისერზე არ ჩამოვეკიდები!!


-დავიწყოთ?-ვკითხე ტოდს.


-კაიი!შენ დაიწყე.


-დროის მანქანა რომ გქონდეს,წარსულში გადახვიდოდი თუ მომავალს მოინახულებდი.


-ოპაცც,რა კრეაწივია ნუუ!!ესეიგი,ალბათ მომავალში ,რატომ? მოდი ამაზეც გიპასუხებ,ვიცი რომ მაინცმკითხავ..ესეიგი, ჩემს მიერ გადაგმულ ყველა ნაბიჯს ვზომავ,ნუუ ყოფილა მომენტების,როცა დაუფიქრებლად მიმიღია გადაწყვეტილება,ამიტომ დიდად არაფრის შეცვლა არ მინდა.


-ამხელა პასუხს არ მოვითხოვდი,მაგრამ კაი იყო ხო იციშენ?-ტოდმა წარმოსახვითი თმა უკან გადაიყარა,მე უცებ ჩემი ჩვევა გამახსენდა და სიცილი დავიწყე.არ ვიცი როგორ,ან რატომ მაგრამ ტოდთან ყოფნის დროს,ყველაფერი ცუდი მავიწყდება და სულ სიცილი მინდება..

Comment