sieben


თეჰიონისა და ჯონგუკის ურთიერთობა მცხუნვარე მზეზე უფრო ცხელი და ზამთრის ყინვაზე უფრო ცივი გამოდგა. რაღაცნაირად ახლო და ყოველ ნაბიჯზე უფრო შორი.. გასულ დღეებს ბარდებოდა მომხდარი ამბები და სიმართლე გითხრათ, აღარც შუა დღის მზეზე მყოფი მოსახლეები ლაქლაქებდნენ მათ ურთიერთობაზე.


მათი საუბარი დილის ჟამს იწყებოდა და საღამოს მიწურულს სრულდებოდა. იოჰანის ყავა-ხანაში ისხდნენ და ათას რამეზე საუბრობდნენ. ხშირად იმაზე, რაც თეჰიონს უყვარდა - პოლიტიკასა და რელიგიაზე, მწიგნობარ ხალხსა და ხელოვნებაზე..
ჯონგუკი კი იჯდა და უსმენდა.. ყავას ყავაზე უკვეთავდა და ყოველდღიურ ამბებს გაზეთებში ეცნობოდა.


-მომწყინდა აქ, უაზროდ ჯდომა და ერთფეროვნება! ვხედავ, უკვე აღარც საუბარი გსურს.. - განაცხადა თეჰიონმა - ჯონგუკ, ხომ არ გინდა ცოტა ფეხით გავისეირნოთ? გეცოდინება, მოედანზე პატარა ბაღი რომ არის...


-ცხადია.


-მაშინ, მინდა იქ გავიდეთ, ლამაზი ბაღია, იქიდან მდინარეზე ჩავიდეთ.


ჯონგუკი ძლივს მოსწყდა გაზეთს და თეჰიონს ახედა ქვემოდან. არ იყო მისთვის ურიგო აზრი, თუმცა შემოგარენში მზე ზედმეტად მცხუნვარედ ანათებდა.


-არ ვიცი, ცოტა სიზარმაცე მძლევს, - კოხტად დაკეცა გაზეთი და მაგიდაზე ჩამოდო. - ძალიან თუ გსურს, მაშინ...


-რა თქმა უნდა, მსურს, - არ დააცალა დასრულება - თან იქიდან მდინარეზეც ხომ მივდივართ?! ცოტა გაგრილება არ გვაწყენს, რას იტყვი?


ჯონგუკს სურდა მასთან ერთად ბოშათა ქალაქში ხეტიალი და იქნებ, კიდევ ერთხელ წაეცეკვა მათთან ერთად ფეხშიშველს გავარვალებულ ქვაფენილზე. ცივ მდინარეში გაეგრილებინათ თავები და გრილი ნიავი სველ სხეულზე ეგრძნოთ, მაგრამ როგორ?! რანაირად?! რამდენიმე კვირის ამბავი ხომ, ჯერ კიდევ ვერ ტოვებდნენ მისივე გონებას?!


-კარგი.


ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ, მათ ხომ ბევრჯერ ისაუბრეს ამ თემაზე, არა?! ხოდა, რა უშლიდა ჯონგუკს ხელს, გართობას მიცემოდა და დრო კიდევ ერთხელ გაეტარებინა თეჰიონთან?! ოღონდ ამჯერად არა საუბრებით სხვადასხვა ამბებზე, არამედ მდინარის სიგრილესა და მზის მცხუნვარებაზე..


იოჰანს ფული იქვე დაუტოვეს და ვიწრო ქუჩას ჩაუყვნენ, რომელიც პირდაპირ მოედანთან ჩადიოდა. აღმართულ კედლებს შორის ისეთი ძლიერი ქარი ქროდა, სულ სიცილ-კისკისით ჩაარბენინა დარჩენილი მეტრები და ხალხმრავალ ადგილში შეაგდო.


-რას იტყვი, ხომ არ წავიხემსოთ? მდინარის პირას რომ ჩამოვჯდებით მოგვშივდება.. - მოედანს გაცდნენ და ქალაქში ყველაზე ფერადი ადგილისკენ გაეშურნენ. - ბაღს რომ გავცდებით იქ კარგი საფუნთუშეა და ორიოდე ხილის ხეც იზრდება იქვე. ჰა, მაგარია, არა?!


ჯონგუკს ყმაწვილის მოუსვენრობაზე ხმაურიანად ჩაეცინა. დილიდან ენა არ გაუჩერებია, ხან რაზე საუბრობდა, ხან - რაზე! ათას ცნობებს აწვიდიდა ჯონგუკს და ძველ ამბებს იხსენებდა.. ჯონგუკი ფიქრებოდა, რაღაში მჭირდება ყოველდღიური გაზეთი, როცა თეჰიონი ჩემ გვერდითაო.


ასე იყო თუ ისე, ფერადი ადგილის მონახულებს შემდეგ, სადაც ნახევარ საათზე მეტი დაჰყეს და არც ბოტანიკოსთან საუბარს გამორჩნენ. მალევე საფუნთუშისკენ გაემართნენ - ორი კრუასანი, ფრანგული პური მალინის ჯემთან ერთად, მსხალი, ყურძენი და ლიმნის წვენი თან გაიყოლეს.


-ყველაფრის ჭამას აპირებ? - სიცილი ვეღარ შეიკავა ჯონგუკმა, როცა მკლავებდატვირთულ თეჰიონს გახედა.


იღლიაში გრძელი პური ამოედო, ჩანთაში, რომელიც თან ახლდა - ჯემი, შეფუთული კრუასანები და წვენი ჩაედო. ხილი ჯონგუკს ეყარა პერანგის კალთაში და გზადაგზა ყურძნის კაკლებს იტანებდა ბაგეებს შორის.


-რა თქმა უნდა, მე მიყვარს ჭამა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი სადილი ძალიან მსუბუქია. - ნიშნის მოგებით განუცხადა გვერდით მყოფს და დიდი ნაბიჯებით ქალაქს გასცილდნენ.


ჯონგუკი გზადაგზა წუწუნებდა - დავიღალე, მზის დარტყმა მივიღე, ვფიქრობ, გზა აგერია თეჰიონ.. და მსგავსი, რომელსაც გაჩერება არ ეტყობოდა და არც ყმაწვილი უგდებდა ყურს მის რეპლიკებს. საერთოდაც, მისთვის საერთოდ არ ეცალა.


-თეჰიონ!


-ენა ჩაიგდე, თუ ღმერთი გწამს.. რამდენს წუწუნებ? მივალთ! სად წავალთ?! უბრალოდ ნაპირთან მივდივარ, ორი მეტრიდან გადმოხტომას და თავის ჩახრჩობას არ ვაპირებ მდინარეში!


-კარგი, რისთვის მიწყრები..
თავიდანვე გეთქვა.


-უბრალოდ ჩუმად იყავი! - წარბშეხრილმა გახედა მიმავალს - მალე მივალთ და თან გაგრილდები.


და მართლაც, ზუსტად ათ წუთში, თეჰიონს მობიბინე ბალახზე თეთრი ნაჭერიც გაეშალა და ნუგბარიც დაეფინა ზედ. შიგადაშიგ ილუკმებოდა კიდეც და ნელ-ნელა შიშვლდებოდა, ჯონგუკს კი უკვე მოესწრო მდინარეში ჩახტომა და საკმაოდ გაგრილებაც.


-რაღას უცდი, სწრაფად, შემომიერთდი, თორემ ისე მცხელა, წყალს გავათბობ, ასე ვფიქრობ..


-მოიცა, ხო, ახლავე მოვდივარ - სწრაფად მოიშორა შარვალიც და სირბილით წყალში ჩახტა. - ჯანდაბა, როგორი ცივია.. - ხელები გაასავსავა.


-მალე მიეჩვევი. ერთ ადგილას ნუ გაჩერდები, ჩემკენ გამოცურე - ხელები თავისკენ გასწია ჯონგუკმა და თეჰიონიც წამებში მის პირისპირ აღმოჩნდა.
აქამდე ხასხახა ბაგეები მდინარის ფერს დამსგავსებოდა
ქვედა ყბა სულ უცახცახებდა.
დაცვარულ ყელი კი - ახორკლილი ჰქონდა.
სიცივე სულ ძვალ-რბილში ატანდა, არადა შუა ივლისის ცხელი დღეები იყო ვენაში ჩამომდგარი..


-რა ცუდი აზრი იყო აქ მოსვლა, სულ მთლად გავიყინე. - აძაგძაგებულმა ძლივს წარმოთქვა სიტყვები. - ჯონგუკ, ჯობია მე ავიდე, თორემ ვგრძნობ, სადაცაა კიდურები გამეყინება აქ ყოფნით.


-კარგი რა, მოდი გავცუროთ, ხელზე მომეჭიდე. სხეული ტემპერატურას მიეჩვევა, - არაფრის დიდებით არ გაუშვა ნაპირზე თეჰიონი, წელზე ხელი მოჰხვია და სიღრმისკენ გაცურეს. - უკეთესია? - ჰკითხა თვალებ გაფართოებულ თეჰიონს და მკრთალად გაუღიმა. - აღარ იწუწუნო, აქ როდის მოხვალ მეორეჯერ..


-ნებისმიერ დროს! - გაიბუსხა კატასავით გაწუწულმა და თვალებზე ჩამოყრილი თმები უკან გადაიყარა.


-თეჰიონ, ყოველდღე გამოივლი ამხელა მანძილს აქ მოსასვლელად?


-რა თქმა უნდა! - სწრაფად განაცხადა და ჯონგუკს მოშორდა.


ზაფხულის ცხელ დღეს გაგრილება მალევე დასრულდა და რამდენიმე წუთში მწველ მზეს მიეფიცხნენ. დანაყრდნენ, მზერებიცა და ორიოდე სიტყვაც გაცვალეს ერთურთში და ბალახზე გაწვნენ. თეჰიონი ჯერ კიდევ ილუკმებოდა დარჩენილი ყურძენით და თვალებს არ ახელდა. ხანაც სავსე, წვიან მსხალს ჩაანაცვლებდა ხოლმე და მზეზე ნებივრობას აგრძელებდა.


-თეჰიონ, - ჯონგუკის ხმა რომ გაიგონა, პირთან მიტანილი ყურძენი უცებ იატაკა პირში და მის გვერდით მყოფს გახედა. - მოდი, აქ ხვალაც მოვიდეთ, უფრო ბევრი ნუგბარით და კიდევ უფრო დიდი ხნით..


თეჰიონს ჩაეღიმა.


-სიამოვნებით


___


დრო მაქვს, მუზა - არა!😔
თავს გაუფრთხილდით. მე უკვე სახლიდან გასვლაც მეშინია...

Comment