dreizehn


საღამო ხანი მალევე ჩამოწვა და სუსხი გადაეფარა გარემოს.
ჯარისკაცები უკვე საერთო საცხოვრებელში მისულიყვნენ და ვახშმობდნენ, თუმცა თეჰიონის თვალთახედვაში კვლავ არ მოჩანდა ნაცნობი სხეული, რომელსაც გამალებით ეძებდა. ახლა სიცივეს და სიცარიელეს გრძნობდა, რომელსაც ვერაფრით ივსებდა, თუმცა სიმარტოვე უფრო მძაფრი რამ აღმოჩენილა მისთვის.
ისე ჩანდა, თითქოს სამყაროს ცენტრი მას ეცემოდა და მიყოლებით ქრებოდა ყველა მის გარშემო.
აღარც გასაქანი იყო და აღარც - საშველი. რაღაცა მდორედ უვლიდა თავს და შთანთქავდა, თუმცა მაინც ჯიუტად იჯდა წარბშეხრილი და საჭმლის გროვას უემოციოდ დაჰყურებდა.


-უხასიათოდ მეჩვენები, ძმაო - დაიწყო საუბარი მის წინ მყოფმა. პირი კარტოფილის პიურეთი ჰქონდა სავსე და თვალებს სასაცილოდ აფახუნებდა - შემიძლია რამით დაგეხმარო?!


თეჰიონი ჯერ დაიბნა, თუმცა მალევე გასცა პასუხი:


-გმადლობ, კეიტ - თავი დაუქნია, - არაფერია, უბრალოდ თავს შეუძლოდ ვგრძნობ.


-დარწმუნებული ხარ?


-სავსებით. - უღიმღამოდ დაუკრა თავი.


-კარგი, რა გაეწყობა - მხრები აიჩეჩა და კვლავ მიუბრუნდა მის გვერდით მყოფს.


თეჰიონს არც კი ესმოდა, თუ რაზე საუბრობდნენ მის გარშემო შეკრებილი ჯარისკაცები.
ბოლო წამამდე ჩუმად იჯდა და მდუმარედ ჩიჩქნიდა კარტოფილის პიურეს ჩანგლით, რომელიც არაფრად ვარგოდა.
მხოლოდ წასვლის ჟამს იკრა პირში პატარა ლუკმა, მომჭკნარ ვაშლს ხელი დასტაცა და ჯიბეში ჩაიცურა მალულად.


გარეთ რომ გავიდა, სიცივე კვლავ ძვალ-რბილში ატანდა. მალე თოვაც დაიწყებოდა.
თეჰიონი კი, ფრთხილი, თუმცა სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა შენობისკენ და მზერას გარემოს ავლებდა.
იქნებ, სადმე, ახლო-მახლოს დაენახა ჯონგუკი და ეს წყეული გულიც დამშვიდებულიყო.
მაგრამ, როგორც კი ოთახში შევიდა, ღრმად ამოისუნთქა და იმედიანმა ღიმილმაც ბაგენი გაუპო. ჯონგუკი საწოლზე იწვა და ჭერს შეჰყურებდა.
არც კი ესმოდა ნაბიჯების ხმა, რომელიც მას უახლოვდებოდა.
მზერა, რომელიც მის თითოეულ ნაკვთებსა თუ მოდუნებულ სხეულს შეისწავლიდა.
თითები, რომელიც მის დაღლილ თვალებს ეამბორებოდა...


-თეჰიონ, - ყრუდ აღმოხდა და დაიძაბა უფრო ძლიერ, ვიდრე აქამდე იყო. - მე ისინი მოვკალი - თვალებში წამდაუწუმ დაურბოდა სევდა, ტკივილი, ზიზღი...
რა ჩამოთვლიდა მათ სიმრავლეს, თუმცა თეჰიონისთვის ეს სამიოდე სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეგრძნო უროს მიერ ჩამსხრეული ძვლების ტკივილი.


-მე ისინი მოვკალი. - გაიმეორა ისევ, მონიტორულად, უემოციოდ.


თეჰიონი შოკში იყო.


ვეღარც სუნთქავდა და ვეღარც აზროვნებდა.
ჯონგუკის სიტყვები ზარის რეკვასავით ჩაესმოდა ყურებში და მზერაში იძერწებოდა, თუმცა მას არ სურდა ამის დაჯერება! ღმერთო,არა!
განა, ვინმეს ენდომება, საყვარელი ადამიანისგან მსგავსი სიტყვები მოსმენა? ანდა,
ჯონგუკს შეეძლო ამის გაკეთება?
არანაირად!


-ვინ მოკალი? - ეცადა მშვიდად ეკითხა, თუმცა ხმაში მაინც გაეპარა ბზარი.


ჯონგუკმა თვალები ძლივს მოაშორა დაბზარულ, ბინძურ ჭერს და თეჰიონს ირისებში ჩახედა.


-მათ თქვეს, რომ ბანაკში ბევრი ებრაელი იყო და დახოცვის ბრძანება გასცეს. - ღრმად ამოისუნთქა, თუმცა ყბა უცახცახებდა და ჰაერს ნაწყვეტ-ნაწყვეტ უშვებდა ბაგეებიდან. - იქ მოხუცები იყვნენ, ბავშვებიც...
თეჰიონ, ღმერთო.


-რას ამბობ?


-ასე მგონია, მალე გული გამისკდება.


ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა.


-ვწუხვარ, ჯონგუკ. ვისურვებდი შენ მაგივრად, მე გადამეტანა ეს ტკივილები.


თავი უღონოდ გააქნია. თითებით მის თითებს ჩაეჭიდა და ერთმანეთში გადახლართა. ბალიშებით ნაზად ეამბორებოდა გაუხეშებულ კანს. აქა-იქ ჩუმად, თუმცა მაინც ღრმად ისმოდა გაჩეხილი გმინვა.
კედლები ნელ-ნელა შავდებოდა. როგორც ჩანს, მთვარეს ღრუბლები გადაეფარა და ვეღარ ღაჟღაჟებდა უწინდებურად.
თეჰიონმა იცოდა, რომ ნუგეშს ვერ მიუტანდა, თუმცა ცდილობდა მისთვის კომფორტული ატმოსფერო შეექმნა, ამიტომ ნელი მოძრაობით მიუწვა გვერდით ჯონგუკს, ხელები წელზე შემოხვია, თავი მხარზე ჩამოადო და მისი სხეულიდან წამოსული სითბო შეისისხლხორცა.


-ყოველთვის გახსოვდეს, რომ მე შენ გვერდით ვარ. ცოტა გაუძელი, ყველაფერი მალე დასრულდება.


ჯონგუკი ბიჭისკენ შეტრიალდა და მკრთალად გაუღიმა.


-ვიცი, მადლობა ამისთვის.


-ჯონგუკ, მითხარი, ეს როგორ გააკეთეს?


-გაგუდეს.


-რას ნიშნავს გაგუდეს?!


-ვაგონში შ-შევყარეთ და ისინი... მათ უთხრეს, რომ საბანაოდ წაიყვანეს. სახანძრო მილებიდან კი წყლის ნაცვლად, აირი გამოუშვეს.


-საშინელებაა.


-კი - მზერა ისევ ჭერს მიაპყრო. თვალებში კი ჰქონდა ულევი სევდა, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა მომხდარზე მოთქმას. - ასეა.


-ამაზე აღარ იღელვო, გთხოვ.


ჯონგუკი ბიჭისკენ გადაიწია და თვითონაც მოჰხვია ხელები. სახეზე ღიმილი იკვლევდა გზას, მდორედ ეამბორებოდა ზმანება მათ გარს. ისე ჩანდა, თითქოს ფიქრებში კეტავდა და მოქმედებაში ძერწავდა. ცოტა ვნებაც შემოეხვია და მომენტი განმეორდა, როცა ჯონგუკმა თეჰიონს პირველი კოცნა მოჰპარა, თუმცა ამჯერად არ იყო გაურკვევლობა, თუნდაც შიში, რომ ვინმეს დაენახა მათი ქმედებები და ღმერთმა უწყის, ამის შემდეგ რა მოხდებოდა.
ტუჩს ტუჩი ეამბორებოდა,
ენას - ენა. ორივეგან კაშკაშა ვარსკვლავები წამწამებს მიღმა იმალებოდა და თან ქრებოდა. ხელებს უმისამართოდ ამოძრავებდნენ ერთმანეთის სხეულზე, ხშირად ბორგავდნენ და ფილტვებს ჰაერისგან საბოლოოდ ათავისუფლებდნენ.


-გაგვიმართლა. - შუბლი შუბლს მიაბჯინა და ჰაერი ხარბად ჩაყლაპა - სხვა დროს ფრთხილად ვიყოთ, თორემ დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქციელის გამო, ერთად ჩაგვცხრილავენ.


ჯონგუკმა თავი დაუქნია და ხმაურიანად აკოცა შუბლზე


-მე გადავალ. შენ კი, აუცილებლად დაიძინე... გთხოვ, მომხდარზე არ იფიქრო, - თვალი კარებისკენ გააპარა. კვლავ არავინ ჩანდა გარშემო. - ეს შენი ბრალი არაა! -  მერე სწრაფად მოშორდა სხეულს და ოთახის ბოლოში მყოფ საწოლში გაეხვია, პლედი თავზე წამოიფხატა და თვალები დახუჭა.
ტუჩები ჯერ კიდევ ფეთქავდა კოცნისგან. გრძნობდა, რომ ჩვეულებრივზე უფრო სავსე და დიდი გამხდარიყო ისინი. სუნთქვა ისევ უჭირდა, გონებაში უტრიალებდა მათი ქმედებები და ჰაერი კიდევ უფრო ძლიერ უჭერდა.


ისე ჩაეძინა ღონემოხდილს, ბოლო წამამდე თვალწინ უტრიალებდა ბიჭის საზარელი მომენტები. აღარც მის ჯიბეში მყოფი ვაშლი გახსენებია, რომელიც ჯონგუკისთვის წამოიღო ჩუმად.
ალბათ ძილში დისკომფორტს შეუქმნიდა.



Comment