elf

როგორც ჯონგუკმა თქვა: ზაფხული მართლაც ისე მალე მიილია, რომ მოსახლეობა ჯერ კიდევ ბჭობდნენ თავიანთი შვილების ბედ-იღბალზე, რადგან უამრავჯერ სმენიათ ათასი რჯულის ხალხისგან, გერმანელების დამოკიდებულება ადამიანებისადმი. სხეულში არც ნამუსის ძაფი უწყდებოდათ და არც - გული ფეთქავდა გააშმაგებით. მხოლოდ სიკვდილი! სიკვდილი! და სიკვდილი!


სწორედ იმავეს ფიქრობდა ბოშა, გუტიერა და ხალხის მოსაზრებას ეთანხმებოდა. კინაღამ სული განუტევა, როცა ჯონგუკის ოთახში მოწვევა ნახა სრულიად შემთხვევით, თუმცა იცოდა - ერთ დღეს ამის დროც მოვიდოდა. გონება დაუმძიმდა ორმაგად, როცა მკვდარი მეუღლე გაახსენდა. მისი თბილი მკლავები, ციმციმა, მრავლისმთქმელი თვალები, წრფელი ღიმილი.. ტირილის ჟამს იყო მისული. არ სურდა ჯონგუკს იგივე მწუხარება გაევლო, როგორც მამამისმა წლების წინ..


-ხომ არ იცი, რამდენი მამაკაცი მიჰყავთ ვენიდან? - შემოდგომის გრილი საღამო იდგა. დაჰქროდა და გვერდებში უვლიდა მოსახლეებს მსუნაგი ნიავი.


-აქაურები სამი ათასამდე, ემიგრანტები ამის მეორედი, თუმცა ვფიქრობ, ათას კაცამდე არ გაქაჩავს.


-შენთვის ვილოცებ - მწუხარედ მოხვია თლილი თითები ჩაის ჭიქას ბოშამ - იცოდე, ძლიერი უნდა იყო! ჩემთვის უნდა იყო! გერმანელებს დაემორჩილე და თავი საფრთხეში არ გაყო, თორემ ძალიან ინანებ.


-კარგი, დედა.


ასე გრძელდებოდა ხანს. გუტიერა თავს დატრიალებდა თავის ერთადერთ საყრდენს, ცივ ნიავს არ აკარებდა, სულ ხელის გულზე დაჰყავდა, ნებისმიერ სურვილს უსრულებდა.. ღმერთო, არც კი უწევდა მასთან ტონს! ცდილობდა კომფორტი შეექმნა მისთვის და ვფიქრობ, გამოუვიდა კიდეც. ჯონგუკს უკვირდა მისი საქციელები, მაგრამ ყველაფერი დედობრივ სიყვარულთან დააკავშირა და ინანა კიდეც ის თავხედობებიც, რომლებიც ერთ დროს მისთვის გაუკეთებია.


ზამთრის მოახლოება კი, ჯერ არ ყოფილა ასეთი მკაცრი..


ქუჩებში არ ისმოდა ჩამი-ჩუმი, რადგან ყველანი სახლში შეკეტილიყვნენ და თავიანთ ვაჟებს ეამბორებოდნენ, გულს იჯერებდნენ და ულევ წარმატებას უსახსოვრებდნენ, მაგრამ მხოლოდ თეჰიონი-ღა დარჩენილიყო ამ სიცივეში მარტო, და ვინ იცის, კიდევ რამდენი იზიარებდა მის ბედს.. თავს ვერ ირთობდა, ვეღარც იოჰანის გემრიელ ჩაის უდებდა გულს, თითქოს ყველანი ერთდროულად გარიყა ტალღამ ხმელეთზე და მხოლოდ თეჰიონი დატოვა ხელუხლებელი, მაგრამ ყმაწვილს არ სურდა ყოფილიყო მიუწვდომელი, გულში ჩაუძვრებოდა ყველას, ოღონდაც თავზე გადაესვათ მისთვის ხელი.


სწორედ ამიტომაც..


-გამარჯობა, თე.


კარებთან ჯონგუკი იდგა დატვირთული ხელებით. სიცივისგან ცხვირ-პირი ასწითლოდა და ერთიანად ცახცახებდა. თხელ, ფერდაკარგულ ტუჩებს მსუბუქი ღიმილი ამშვენებდა, თვალებს - ათასი ციმციმები, ღამეც აღარ იყო ისეთი მკაცრი, როგორსაც აქამდე ხედავდა თეჰიონი. სხეულში ბედნიერების ტალღამ დაუარა, როცა სასურველი პიროვნება დაინახა თავისი სახლის კარებთან და ღიმილით შემოიპატიჟა სახლში.


-ჯონგუკ, ღვთის საჩუქარი ხარ! შესანიშნავ დროს მოხვედი, მოწყენილობისგან აღარც კი ვიცოდი რა გამეკეთებინა.


-საჭმელი მოვიტანე. - სამზარეულოს კუთხეში მდებარე, პატარა ხის მაგიდაზე ჩამოდო ორიოდე ნაჭრის, რძისფერი ჩანთა. - ისეთი არაფერია, თუმცა ვიცი გიყვარს. აი - ვაშლი, ყურძენი, ფრანგული კრუასანები, ყველი, შებოლილი ძეხვი და კიდევ დედაჩემის გაკეთებული წასახემსებლები... ალკოჰოლი კი, რა თქმა უნდა, გაქვს!


ყველაფერი სათითაოდ ამოალაგა და ჩანთები სკამის საზურგეზე გადაკიდა.


-საჭირო არ იყო.


-არ ვიცი. მხოლოდ მსურდა ერთად მიგვერთვა ვახშამი.


ჯონგუკმა მხრები აიჩეჩა.


-რა თქმა უნდა, ხო. - მხიარულად დაუქნია თავი თეჰიონმა - ახლავე! ახლავე იქნება ყველაფერი.


წამში გაეწყო პატარა სუფრა და მალევე დანაყრდნენ. ჯონგუკი წითელ ღვინოს შეექცეოდა, ოღონდ, ამჯერად არ იყო შემთფარი. თეჰიონი კი - ყურძნის მტევანს აშიშვლებდა ფრთხილად.
მაგიდის შუაგულში მყოფი ორიოდე სანთელი მსუბუქად ლაპლაპებდა და ძლივს ანათებდა ბნელ ოთახს.


-არ მინდოდა ამაზე საუბარი, თუმცა - წამოიწყო თეჰიონმა საუბარი მშვიდად. თავი დახრილი ჰქონდა და ბოლო ლებანი პირში მოითავსა. - მაინტერესებს, მზად თუ ხარ გასამგზავრებლად?


-იმ სოფელში?
-ჰო.
-არ ვიცი. მამშვიდებს ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება.
-მერე, იქ რომ ებრაელების დახოცვა გვიბრძანონ?!


-დავხოცავთ!


-ჯონგუკ..


-მე დედას ცოცხალი უნდა დავუბრუნდე. - მდორე ხმით ამოილაპარაკა და ბოლო ყლუპი ჩაუშვა ყელში - ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება, თორემ სხვისთვის გამზადებული ტყვია, შეიძლება ჩემს თავში აღმოჩნდეს.


სანთლის შუქზე თითქმის არ ჩანდა თეჰიონის სახე, არც მასზე გამოხატული ემოციები, მხოლოდ არეული, ხმაურიანი სუნთქვა თუ აგრძნობინებდა ჯონგუკს მის იქ ყოფნას.


-მართალი ხარ.


ჩუმად ამოთქვა და მის წინ მყოფს გახედა. სანთლის სინათლე მხოლოდ ჯონგუკის სახეს ეცემოდა მძიმედ. ალკოჰოლისგან ლოყები აწითლებული და ქუთუთოები დამძიმებული ჰქონდა. ხშირი, არეული თმები თვალებზე ჩამოყროდა.. სუნთქვა არეული იყო, წონასწორობას კი - შეუნარჩუნებადი, თუმცა სმა იქამდე არ გაუჩერებია, სანამ ნახევარი ბოთლი ღვინო არ გამოცალა.


-დივანს გაგიშლი, - ფეხზე წამოდგა თეჰიონი და ერთ-ერთი სანთელი აიღო - მგონი გეძინება.


ეს უთხრა და გავიდა. ჯონგუკი ჯერ კიდევ ჩუმად იჯდა მაგიდასთან, თავი ხელზე ჩამოედო და სანთელს უყურებდა. მის ყურებში ჯერ კიდევ წიოდა ზამთრის სუსხი, თეჰიონის ბნელი თვალები, მისი ღიმილი, თუ უბრალო გამოხედვა. თავიდან ვერ იგდებდა მის პერსონას და ეშინოდა, სიმთვრალის ჟამს რამე ისეთი არ ეთქვა, რაც ორივესთვის უხერხული აღმოჩნდებოდა, მაგრამ რა ექნა? იცოდა არასწორი იყო! ბიჭებზე ფიქრი არასწორი იყო! მითუმეტეს ისეთთან, რომელიც ოჯახის სახელს აფუჭებს, მაგრამ უძლური იყო სურვილთან. ყველა იმ სურვილთან, რომელიც კიმ თეჰიონს ეხებოდა.


-ჯონგუკ, - თეჰიონის ხმა გაიგო. - მოდი დაწექი.


ჯონგუკი ნელა წამოდგა სკამიდან და ბარბაცით გაემართა სასტუმრო ოთახისკენ, სადაც თეჰიონს ბალიში და თბილი პლედი მოეტანა.


-გმადლობ.


-არაფერია. თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.


-კარგი.


-სანთელს დაგიტოვებ.


შანდალი მაგიდაზე ჩამოდო და სანამ ოთახიდან გავიდოდა, წამში ადუღდა ჯონგუკის გონებაში წუთების წინანდელი ფიქრები, თვალებში ბინდი გადაეკრა, გულის ძახილის მიჰყვა და თვალის დახამხამებაში თეჰიონის ბაგეებს დაეწაფა.


კოცნა არ იყო სწრაფი, არამედ - უმოძრაო. რბილი, ვიდრე - მოქმედი, არც უკუნითიდან ამომძვრალ სულის ძახილს დაუტოვებია ჯონგუკი ბიძგის გარეშე. თუ აქამდე სპონტანური იყო გადაწყვეტილება, შემდეგ მთელი ვნებით აამოძრავა ბაგენი, ხელი წელზე შემოხვია და სხეულზე აიკრა, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ ხელები იგრძნო მკერდზე, რომლებმაც თეჰიონი მოაშორა.


-მთვრალი ხარ და ეს გათიშული გონებით გააკეთე! - საკუთარ თავი დაარწმუნა თეჰიონმა.


სხეულს ცახცახი დასტყობოდა.


-არა.


-ამას დავივიწყებ, ოღონდაც მითხარი, რომ ეს ყველაფერი ალკოჰოლის ბრალი იყო..


ჯონგუკმა თავი დახარა და ჩუმად ამოიბურტყუნა - არ ვიცი.



მეორე დღეს გერმანელებმა წვეულებს მოაკითხეს.

Comment