Chapter 17




დილით არანაირი საქმე არ მქონდა, ასე რომ გვიან გავიღვიძე, თვალების გახელის შემდეგ კი ჰარის დანახვა დღის საუკეთესო დასაწყისად მივიჩნიე. მშვიდად სუნთქავდა, თმა აბურდული ჰქოდა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ვუყურებდი და ვტკბებოდი, შემდეგ ხელი ავწიე და ნაზად გადავუსვი მის ფაფუკ კანს, შეიშმუშნა და თვალები გაახილა, ძალიან ვინანე, რომ გადაღვიძე.
-ჰარი, ბოდიში. არ მინდოდა შენი გაღვიძება.
-ბოდიშს იხდი იმაზე, რომ დილა გამილამაზე?
ახალგაღვიძებს ბოხი ხმა ჰქონდა. გამეღიმა და თავი ბალიშში ჩარგე. წინა ღამე გამახსენდა, იმ ტკივილნარევი ჰარისგან არაფერი დარჩენილიყო, ამის დაფარვა კარგად შეუძლია, მაგრამ, როცა ამის შესახებ იცი, მის ტკივილს და სევდას ყოველთვის გრძნობ და ხედავ.


უეცრად კარი ფეხით გაიხსნა და ოთახში ენდი შემოიჭრა სიმღერით, კი არ მღეროდა ყვიროდა. თან შიგადაშიგ იძახდა ''Rise and Shine Babies''. ბალიში მე და ჰარიმ ერთდროულად დავიფარეთ თავზე ხმის დასახშობად, შემდე ენდი ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გადაწია. ჰარიმ გამომხედა.
-ყოველ დილით ასეთ დღეში ხარ?
მკითხა ჰარიმ ცალთვალ გახელილმა.
-შეიძლება ითქვას, კი.


ავდექი სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე. გამოვედი თუ არა ჩავიცვი და ქვევით ჩავირბინე, სანახაობაზე გამეღიმა. ენდი და ჰარი სამზარეულოში იყვნენ, ენდი კარადაზე იყო შემომჯდარი და ჰარისთან კამათობდა.ძალიან საყვარლები იყვნენ. მათთან მივედი და ენდის ყავის გაკეთება ვთხოვე, მობეზრებული სახით გამომხედა, მაგრამ მაინც მომიმზადა ყავა.
მათ უკანა ეზოში გასვლა და ყავის იქ დალევა შევთავაზე. ჩემი ეზო საუკეთესო ადგილია ჩემთვის, მაგრამ რაც მუშაობა დავიწყე და ჰარი გავიცანი იქ გასვლას საერთოდ ვეღარ ვახერხებ. ჩემი ეზო ყოველთვის გადამწვანებულია, გარშემო ხეები დგას და ზაფხულობით აქ ძალიან გრილა, დიდი აუზია ჩაშენებული და აუზის წინ რამდენიმე მაგიდა და სკამი მიდგას, მათ გვერდით კი გრილი დგას. აქ ყოფნა, ყავის დალევა და ფიქრი საუკეთესო რამაა გასატვირთად, მაგრამ ახლა უფრო ბედნიერი ვიყავი აქ ყოფნით ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად.სამივე ერთად გავედით ეზოში, ჰარის ძალიან მოეწონა ეზო.


ცოტახანში ზარის ხმა გაისმა, ტელეფონი ავიღე, ნოა იყო.
-ემა, ფილმის თრეილერი გამოვიდა შეგიძლია ნახოთ. ფილმის პრემიერა ოთხ თვეში იქნება.
-ნოა, ახლავე ვნახავ, ძალიან მაინტერესებს.
-საოცარი გამოვიდა, ეს თქვენი დამსახურებაა, შენი და ჰარისი.
-შენს გარეშე ვერაფერს ვიზამდით, ნოა.
ტელეფონი გავუთიშე და ჰარის შევხედე.
-ფილმის თრეილერი გამოვიდა, სასწრაფოდ უნდა ვნახოთ.


ენდი წამოხტა და უკან გამომყვა. ლეპტოპი გავხსენი და თრეილერი ჩავრთე, ენდის სახე უნდა გენახათ, გაოცებული იყო, მე ჰარის მხარზე მედო ხელი და ამაყად ვუყურებდი ვიდეოს.
-საოცრებაა, თქვენ ძალიან განსხვავებულები ხართ, ღმერთო ჩემო.
ხელებს იქნევდა და გაფართოებული თვალებით გვეუბნებოდა ყოველივეს. კიდევ ერთხელ ჩართო და ახლიდან უყურა, ჰარი შემომიტრიალდა.
-არაჩვეულებრივი ხარ, ფილმიც საოცარი იქნება აი ნახავ.
მისი კომპლიმენტი ძალიან მესიამოვნა.
-შენ, რომ არა...
მივედი და მის ტუჩებს დავეწაფე, ენდის ეს არ შეუმჩნევია, აღტაცებით უყურებდა ვიდეოს. ახლიდან ჩართო. იგივე ემოციებით უყურებდა.
თვალები ავატრიალე, როდესაც კიდევ ჩართო.
-ენდი მეოთხედ უყურებ უკვე.
ავდექი და გამოვეცალე. ჰარი მასთან დარჩა და განიხილავდნენ რომელი კადრი როგორ გადაიღეს, რომელი კადრი იყო ყველაზე რთული და ასე შემდეგ.


უეცრად არაჩვეულებრივი აზრი მომივიდა თავში, როდესაც ტელევიზორში ტურისტული სააგენტოს რეკლამა გავიდა.
-მოდით ვიმოგზაუროთ.
ბოლო ხმაზე დავიყვირე.
ჰარი და ენდი კამათობდნენ, ჩემი უეცარი გამოსვლის შემდეგ კი ორივემ ერთად შეწყვიტა საუბარი და გაოცებულებმა გამომხედეს.
-რა?
გაოცებისგან მხოლოდ ეს სიტყვები აღმოხდა ენდის.
-ხო, ხო. მოდით ვიმოზაუროთ, მე, შენ, ჰარიმ და ზეინმა, ერთად. მალე გადაღებების ფული ჩამერიცხება, შენც საკმარისი ფული გაქვს კომპანიიდან, ჰარი, შენც ჩაგერიცხება ფული და ზეინზე ლაპარაკი აღარ გვინდა, მას ხომ უმსხვილესი კომპანია აბარია.
აღტაცებით ვსაუბრობდი, თანა ხელებს ვიქნევდი საუბრის დროს.
ჰარი ჩემსკენ გამოექანა და ხელში ამიტაცა,
-საოცარი იდეაა, პატარავ.
-ხედავ? მხოლოდ შენ არ შეგიძლია კარგი იდეების მოფიქრება.
ენდი აქეთ-იქეთ დადიოდა, თან თავისთვის ლაპარაკობდა. მე და ჰარი თვალს ვაყოლებდით, თან შიგადაშიგ ერთმანეთს გაოცებულები გავხედავდით თავის თავთან მოლაპარაკე ენდის დანახვის გამო.
-ანუ ახლა მე ზეინს უნდა დავურეკო და ვკითხო წამოვა ჩვენთან ერთად თუ არა, დღეს დამასვენა, ანუ არ მუშაობს, იქნებ ერთ თვიანი შვებულება აიღოს და მისი შვებულების გამო მეც არ ვივლი სამსახურში.
ტელეფონს დასტაცა ხელი და მაშინვე ზეინს დაურეკა, მისი ხმის გაგინებისთანავე ყურებამდე გაეღიმა და სხვა ოთახში გავიდა. ჰარის გვერდით, დივანზე ვიჯექი და თმაზე ვეფერებოდი, ენდიმ კარი მთელი ძალით, ფეხით გააღო, ხელები გაშალა და დაიყვირა:
-მოდით ყველა ერთად სამოგზაუროდ წავიდეთ და თავზე დავიმხოთ ყველაფერი ბოზებო.
მე და ჰარიმ ბოლო ხმაზე გავიცინეთ.


თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი, მე რადიკალურად შევიცველე, ვერასდრის წამოვიდგენდი, რომ ფილმი გამოდიოდა, სადაც მთავარ როლში მე ვიყავი, რომ ენდი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის თანამშრომელი იყო და მის უფროს ხვდებოდა, რომ მე მყავდა ადამიანი გვერდით, რომლის მიმართ გრძნობები გამაჩნდა და ისიც იგივეს გრძნობდა და მე სწორედ ამ ადამიანებთან ერთად მივდიოდი სამოგზაუროდ, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარდა.


უამრავი რამ მქონდა მოსაგვარებელი, ჯერ ყველა ერთად უნდა წავსულიყავით სააგენტოში, რომელის არჩევასაც ალბად ზეინს მივანდობდით, რადგან ის ალბათ კარგად ერკვევა ასეთ საკითხებში. შემდეგ უნდა აგვერჩია ადგილი სადაც ვიმოგზაურებდით და ბოლოს უნდა მეყიდა ჩემოდანი, ტასნაცმელი და ყველა საჭირო ნივთი. ალბათ ამ ყველაფერის მოგვარებას დღესვე დავიწყებდით.
დარწმუნებული ვარ წინ ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები, უამრავი თავგადასავალი მელის და მე ამ ყოველივესთვის მზად ვარ!

Comment