Chapter 16


კითხვის დასმის შემდეგ სევდიანი, აცრემლებული თვალებით ამომხედა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰარი ჩემს წინაშე იტირებდა, ალკოჰოლი რას არ გაგაკეთებინებს კაცს.
-მე...მე ძალიან ვწუხვარ, ემა. მაპატიე.
მშვიდად მომიგო და თავი ისევ ჩახარა.
-რამ გაიძულა ჰარი ასე მოქცევა. რატომ მატკინე გული?
-მე არ შემიძლია შენთან ურთიერთობის გაგრძელება, ემა. მე... მე, მეშინია.
-რისი გეშინია?
გაოცებულმა ვკითხე. ჰარი სტაილს ეშინია ჩემთან ურთიერთობის? ეს ხომ სიგიჟეა.
-მე მეშინია...
იმეორებდა ერთი და იგივეს.
-ჯანდაბა ჰარი, იტყვი თუ არა.
გავუბრაზდი იმის მიუხედავად, რომ მადლობელო უნდა ვიყო საერთოდ, რომ ლაპარაკობს.
-სიყვარულის... მე სიყვარულის მეშინია ემა. ერხელ უკვე გამოვცადე ეს გრძნობა და მან გული მატკინა, ცხოვრება გამიმწარა, ემა გესმის? ადამიანი, რომელიც მიყვარდა, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი დამტოვა, ის... ის,  გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხერპლა, ის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა ერთმა მეტალის გროვამ შეიწირა...
ასეთი ჰარი არასდროს მენახა. ყველაზე მარტოსული და გულ გატეხილი, უმწეო და დაუცველი იყო ამ მომენტში. მან ლაპარაკი განაგრძო.
-გგონია ეს ნოას იდეა იყო, რომ ყოველდღე მე მეტარებინე სამსახურში? როდესაც მივხვდი, რომ სხვებს არ გავდი, როდესაც რაღაც განსაკუთრებული დავინახე შენში, მაშინვე შენზე ზრუნვა დავიწყე, მაგრამ როცა ჩემში გრძნობები გავინახე შენს მიმართ, შემეშინდა, ემა. შემეშინდა ისევ დაკარგვის, გულის ტკენის და იმ ტკივილის გამეორება რამაც ერთხელ უკვე გამანადგურა.


ცრემლები ისე ჩამომიგორდა სახიდან ვერც კი მივხვდი. გაოცებული ვიყავი მისი სიტყვებით, ამხელა ტკივილის მატარებელი თუ იყო ჰარი ვერც კი წარმოვიდგენდი. ჰარის შევხედე, თავი ისევ დაეხარა. სახე ავაწევინე და მის ტუჩებს დავეწაფე, ვიფიქრე, რომ ამაზე კარგს სანუგეშემლად ვერაფერს ვიზამდი. ახლახან მან მითხრა, რომ მას ჩემს მიმართ გრძნობები გააჩნდა და ეშინოდა ჩემი დაკარგვის ამიტომ ამ გრძნობებს ეწინააღმდეგებოდა.
შუბლი შუბლზე მივაყრდენი და მშვიდად ვუთხარი.
-მე არასდროს დამკარგავ ჰარი.
-ასე მეუბნებოდა ქეითიც, მაგრამ სადაა ის?
-კიდევ გიყვარს?
-მენატრება...
პასუხი არ გაუცია იმაზე, ისევ უყვარდა თუ არა ის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჰარის ეს ტკივილი შევუმსუბუქო, რომ დავანახო ცხოვრების ის დიდი გზა, რაც გასავლელი აქვს. რომ დავანახო ცხოვრების არსი და იმხელა შანსი რაც ღმერთმა ჰარის მისცა ცხოვრების გასაგრძელებლად, შანსი, როდესაც მე და ჰარი ერთმანეთს შევხვდით და ერთმანეთის სუნთქვა გავიზიარეთ, როდესაც ერთად ამდენი სიგიჟე გავაკეთეთ და თავი უბედნიერესად ვიგრძენით. არ მივცემ მას საშუალებას მხრებ ჩამოშვებული იჯდეს მთელი ცხოვრება და წარსულს მისტიროდეს. მე ჰარი სტაილს ვასწავლი აწმყოთი ცხოვრებას, მე მას ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვაქცევ.


ჰარის გადავეხვიე, შემდეგ თავი მკერდზე დავადე. რამდენიმე წუთი ასე ვისხედით. ჰარის კიდევ ერთი კოცნა დავუტოვე ტუჩებზე და მანქანის გასაღები ჯიბიდან ამოვაცალე.
-დღეს ჩემთან დარჩები ჰარი.
მთვრალს მარტო სახლში ნამდვილად ვერ დავტოვებდი. ტელეფონს დავხედე უამრავი გამოტოვებული ზარი ენდისგნ. ალბათ როგორ ნერვიულობს. გაზს დავადგი და ჩემი სახლისკენ გავეშურე. დანიშნულების ადგილზე მისვლისას მანქანიდან გადმოვედი და ჰარი შიგნით შევათრიე. ნახევრად ეძინა.
ენდიმ კარები გამიღო და გაოცებულმა შემომხედა.
-რა ჯანდაბაა?
ჩუმად იკითხა. მოგვიანებით მოგიყვები სახით შევხედე და მოხმარება ვთხოვე. მას მეორე მხარში ამოუდგა და ხელი გადაახვევინა.
ჰარი ჩემს ოთახში ავიყვანეთ სწრაფად მივაგდეთ საწოლზე. მე ფეხზე გავხადე და საბანი გადავაფარე. კარები გამოვკეტე და ენდის შევხედე, რომელიც ისევ გაოგნებული სახით მომჩერებოდა და ახსნას ელოდა. ახლა ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა ის გავაკეთე, ენდის ძლიერად გადავეხვიე. მანაც მომხვია ხელები და გულში უფრო მჭიდროდ ჩამიკრა.
კიბეზე ჩავედით, ენდის ყავის გაკეთება ვთხოვე, რადგან უნდა გამოვფხიზლებულიყავი, ჯერ კიდევ გაუგებრობაში ვიყავი.
მან ყავა მომიტანა, ხელი მხარზე მომხვია და მოსასმენად მოემზადა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, პირველად იმაზე ვუამბე, როცა მომაკითხა და ვიღაც გოგო ეჯდა,
-ნაბიჭვარი!
შეიკურთზა და ჩემი ოთახისკენ დაიწყო სვლა. შევაჩერე, ნამდვილად გიჟია ეს გოგო შეეძლო მძინარე, მთვრალ ჰარის შევარდნოდა და ერთი კარგი შემოერტყა, ეს დანამდვილებით ვიცოდი. ამიტომ ვუთხარი, დამშვიდებულიყო და ბოლომდე მოესმინა.
შემდეგ გადაღებებზე მოვუყევი, იმაზე თუ როგორ არ ვკონტაქტობდით მე და ჰარი და ბოლოს დღევანდელ დღეზე. ძალიან მოვიღუშე, საშინლად მინდოდა მეტირა, ჩემთვის ზედმეტად რთული იყო იმ ადამიანის ტკივილის გააზრება, რომელიც ჩემთვის უძვირფასესია.
დღევანდელი დღის ამბების მოყოლის შემდეგ ენდის სახე დაუმშვიდდა, დაუწყნარდა და დაუსევდიანდა.
-საწყალი ჰარი.
წარმოთქვა გაქვავებულმა.
ტირილი ამიტყდა, ვტიროდი ყველაფერზე, ჰარიზე მის ტკივილზე, ჩემს გრძნობებზე და საერთოდ ყველაფერზე, სულ ამოვიღე ყველა ემოცია შიგნიდან. ტირილში ენდიც ამყვა, ერთმანეთის გარეშე ხომ არასდროს ვტირივართ. ენდი გადამეხვია. ასე ვიყავით რამდენიმე წუთი და შემდეგ ძილი მომერია.
-ენდი, ჰარი რომ ჩემს საწოლში წევს შენ სად დაწვები?
-რა პრობლემაა, აქვს დივანზე დავწვები.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს შენთვის კომფორტული იქნება?
-ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ემა. ადი და დაიძინე ახლა, დაღლილი ხარ.
-მადლობა ენდ, ყველაფრისთვის.
კიდევ ერთხელ გადავეხვიე, და დასაძინებლად წავედი. ჰარის გვერდით მივუწექი და მისი სახის კვლევა დავიწყე, მშვიდად ეძინა, მაგრამ სახეზე ის სევდა და ტკივილი მაინც აღბეჭვდოდა.
დავიხარე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. მან კი ხელები წელზე მომხვია სხეულზე ამიკრა და ძილი განაგრძო. მეშინოდა, მეც მეშინოდა ამ ადამიანის დაკარგვის,  რადგან მე ის მიყვარდა.

Comment