ჩემი ბრალი არ არის

ალბათ ძალიან კარგია, გყავდეს ადამიანი რომელმაც შენს შესახებ ყველაფერი იცის და ჯერ კიდევ შენთანაა. როგორც ერთი ინგლისელი მწერალი ამბობდა: "ნამდვილი მეგობარი ისაა ვინც შენზე ყველაფერი იცის".


ჰოსოკი მასში იწვევდა ისეთ გრძნობას რომელიც მასზე "მიწებწბულს" ხდიდა. ჯინი თვს იკავებდა როგორც შეეძლო. ძალიან უნდოდა ყველაფერი მოეყოლა. მაგრამ არ შეიძლება ასე უბრალოდ ყველა ადამიანს ენდო. 


"მე ერთადერთივარ ვისთვისაც სულერთი არაა შენი ცხოვრება" - მაშინ იმ ბიჭმა ასე თქვა. კარგი რა, მეხუმრება? თუ მართლა ისეა როგორც ამბობს სად იყო მთელი ეს წლები? საიდან უნდა მიცნობდე, როცა მეთვითონაც არ ვიცნობ ჩემს თავს ბოლომდე. როგორ შეგიძლია ეგეთი სიტყვები ასე, უბრალოდ, ჰაერზე თქვა? არაადამიანობაა.


აჰჰ, როგორ დამავიწყდა, შენ ხომ დემონი ხარ. როგორ გავიგო როგორ ხარ: კარგი თუ ცუდი? როგორ გავიგო შენთვის უბრალოდ სათამაშო ვარ თუ მართლა რამეს ვნიშნავ შენთვის? იქნებ შემგან რაიმე სარგებელს იღებ? საერთოდ რა გინდა?


მილიონი კითხვაა მაგრამ არანაირი პასუხი.


ამ ყველაფერზე დივანზე მჯდომი ჯინი ფიქრობდა. უკვე თავი აფეთქებას ჰქონდა ამდენი ფიქრისგან. ისე ყველაფერი ნაცნობად  ეჩვენებოდა. მთელი ცხოვრება - და წიგნებიც კი.


- საუზმე მზადაა. წამო ვჭამოთ. - აფხიზლებს ჰოსოკის ხმა.


- ხო, უკვე მოვდივარ. მადლობა!


ჯინი გავიდა ოთახიდან და კარი მიიხურა. კარის უკან კი ნამჯუნი იდგა ჩუპა-ჩუპსით პირში.


***


ნამჯუნი ნახევრადცარიელ ქალაქში მისეირნობდა, გემრიელი კამფეტის წუწვნითა და იქაურობის თვალიერებით გართულიყო. იშვიათად თუ ჩაიქროლებდა მანქანა. სადღაც მიიჩქაროდა ყველა, მაგრამ მათი ეს სიჩქარე უშედეგო იქნებოდა. წინ ხომ დიდი საცობი ელით. ხალხი კი კურტკებში გახვეულიყო და თავები დაემალათ. მიდიოდნედ ისე რომ ვერავის და ვერაფერ ამჩნევდნენ. ამინდი ისეთი იყო თითქოს წვიმას არ აპირებდა, მაგრამ მაინც ცივი ქარი ქროდა. ნამჯუნის სვიტერი და ქურთუკი თბილი იყო და იცავდა მას სიცივისგან.


ხალხი მუდმივად პესიმისტები იყვნენ. ისინი კი ამბობენ რომ პესიმისტები კი არა რეალისტები არიან, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ყოველი რეალისტი არის 70% პესიმისტე და 30% ოპტიმისტი. ასეთი ადამიანები სამყარლოს "შავ-თეთრად" ხედავენ, მაგრამ როგორც კი ცას შეხედავენ.. ცა... მასში არის რაღაც განუმეორებელი და მიუწვდომელი, რაღაც გაუგებარი ადამიანისთვის. ხო, და თავად დემონსაც ვერ გაეგო ცის საიდუმლოება. 


- ის ბეჭდები.. შენ რა მართლა გგონია რომ ისინი ჩემგან დაიცავენ?


- სადაა შენი ზრდილობა? არც "გამარჯობა" ან "საღამო მშვიდობისა" რა წესია?


- შენ  მუდამ მის დაცვას ვერ შეძლებ. მე მისი დახმარება მინდა, შენ კი საკუთარი მიზნებისთვის იყენებ.


- და ღმერთის ბრძანებაში ასეთი დარწმუნებული ხარ? ასე ბრმად გჯერა მისი და მის ყველა სიტყვას ასრულებ. სინამდვილეში კი ის ერთი ჩვეულებრივი ბავშვია რომელსაც გართობა უნდა კაცობრიობით და თავის სათამაშოებსაც გიყენებთ. შენც ხომ ადამიანი იყავი. როგორც მე. მაშინ ასე ბრმად რატომ მისდევ პატარა გათამამებული ბიჭის ბრძანებებს, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია თავისი თავის გარდა. - მონოლოგიდან ნამჯუნი უკვე ყვირილზე გადავიდა. - ის ეგოისტი ღმერთია,რომელსაც უდანაშაულო ბიჭის მოკვლა უნდა, რომელსაც თავიც სიცოცხლეში ცუდი არაფერი გაუკეთებია და თვითონვე შექმნა ასეთი ის. რატოომ არ შეიძლებოდა რომ ჩვეულებრივი შეექმნა და არა ასეთი!


- შენს გამო. ყველაფერი შენი ბრალია. - თქვა იუნგიმ ერთ ტონალობაში.


- და რა გავაკეთე? რაგავაკეთე ასეთი ჩემი 800 წლიანი ცხოვრების განმავლოვაში? რა არ მოეწონა პატარას?


- შენ მისი მშობლები მოკალი.


ნამჯუნს სახე ეცვალა. ვერ გაეგო რახდებოდა და რა მოისმინა ეხლა. რა თქვა ეხლა ანგელლოზმა?


- ნუთუ არ გახსოვს რა მოხდა 800 წლის წინ? ნუთუ მართლა ვერაფერს იხსენებ?


- მე არ ვიყავი დამნაშავე მათ სიკვდილში. მე არ ვიყავი დამნაშავე. 


- მართლა? შენ არ უთხარი მათ არასწორი გზით წასულიყვნენ? შენ არ გაუძეხი იქითკენ მხოლოდ იმიტომ რომ ცუდ ხასიათზე იყავი? შენ ხომ იცოდი არა ჯინი მაშინ როგორ იტანჯებოდა. იქნებ შენ ხარ ეგოისტი ბავშვი?


- ნუ ცდილობ სხვისი დანაშაულის შემზე გადმობრალებას. და არ გაბედო შემადარო იმ საშინელებას. მე...


- შენ რა?! მასზე უკეთესი ხარ? ამაში დარწმუნებული ხარ?


ამ სიტყვების თქმის შემდეგ იუნგი ისე გაქრა თითქოს არც ყოფილა.


***


 -ხო, ეს უკვე გითხარი. არა, გთხოვ სამზარეულოში ნივთებს ნუ მიეკარები, არ გაბედო! რამოინის გაკეთებაც კი არ იცი! და არა, დღეს დაკავებული ვარ, ამიტომ სღეს გვიან მოვალ. ან შეიძლება საერთოდ არ მოვიდე! ხო კაი, ვიხუმრეთ და გვეყო. თუ მოგშივდება  ჩემთან მოდი და რამეს მოგიმზადებ. მაგრამ შენთვითონ არ გაბედო! მთელი დღე სამსახურში ვიქნები, ასერომ, მოდი.გელი. ნახვამდის. ჯიინ რამო ვჭამოთ!  


- ჰიონ, შეიძლება კითხვა დაგისვა?


- კი როგორ არა. მკითხე რაც გინდა და გიპასუხებ


- ჰიონ, ეს შენი....შეყვარებული იყო?


ჰოსოკმა ჯიმინს შეხედა და ხმამაღლა გადაიხარხარა.


- იცი, ეგეთი რამე ჯერ ჩემთვის არავის უთქვამს. ეს ჩემი უმცროსი ძმაა. ჩემზე 8 წლით უმცროსია. მაგრამ მაინც ერთმანეთს კარგად ვეწყობით და მეგობრულებივართ ერთმანეთის მიმართ. მოშივდა და საერთოდ არ იცის საჭმლის მომზადება, ამიტომ მთხოვა მივსულიყავი მასთან და საუზმე გამეკეთებინა. ვუთხარი, რომ თუ ძალიან მოშივდება აქ მოვიდეს, ვიმედოვნებ რომ წინააღმდეგი არ იქნები.


- არა, გამიხარდება კიდეც მისი გაცნობა.


- ისადა რამდენი წლის ხარ?


- 23.


- ის კი 19ის. მისთვის ჰიონი გამოდიხარ. - ჰოსოკი  ისევ იცინოდა - ჩემი საჭმლის გასინჯვას აპირებ თუ უბრალოდ უყურებ და თვალებით შეჭამ?


- შენს მოსმენაში სულ გადამავიწყდა. ეხლავე გავსინჯავ ყველაფერს.


ჯინმა ჰიონის საჭმელი გასინჯა. ის უბრალოდ ენით აღუწერლად გემრიელი იყო. თითქოს რესტორანში იყო და რომელიმე ძვირადღირებულ კერძს მიირთმევდა. თითოეული ინგრედიენტი იდეალურად იყო შეხამებული ერთმანეთთან. და ეს ყველაფერი ერთად ჰარმონიულ გემოს ქმნიდა.(რეებს ვბოდავ).


მოკლე დიალოგის შემდეგ ჯინმა თავისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამდე ყველა ადამიანი ადრეთუ გვიან მიდის.


- ჰიონ..! - კაფეტერიაში ვბიჭი შემოვარდა. ჯინზე უმცროსი და დაბალი. - პრობლემები გვაქვს!


- რა მოხდა? - ჰოსოკი მაშინვე წამოხტა ადგილიდან.


- შენი ძმა..


- დროზე წავედით! ბოდიში ჯინ!


ჰობი გაიქცა და ჯინი მარტო დატოვა თავის ფიქრებთან ერთად.


*******************************************************


ესეც ახალი თავიი.  იმედია უინტერესო არაამადლობა ვინც კითხულობთ. იმისტა მიუხედავად რო ცოტანი ხართ მაინც მახარებთ.


მიყვარხართ!!!

Comment