Part 4

ღმერთო, ვერც კი წარმოიდგენთ როგორი სექსუალური იყო ჰიუნჯინი. ლეა რაზე ფიქრობ.
მათ მივუახლოვდი და გავძახე
მე-ჰააა დაამთავრებთ ახლა წელს თუ მე გამოგათრიოთ-ყველამ მე შემომხედა
მე-რას მიყურებთ გაპუტული ქათმებივით, პირველად მნახეთ? გამოეტიეთ დღეს-ძლივს რომ გამოვათრიე ყველა, დავიწყე ლაპარაკი.
მე-მოკლედ, იმიტომ გამოგიყვანეთ, რომ ჩემი ძმის და სოლარის ერთად ყოფნა უნდა ავღნიშნოთ ხოდა თქვენც წამოდით, უარი არ მიიღება რათქმაუნდა-ფეხით მივდიოდით თან სასუსნავები ვიყიდეთ და მისვლისთანავე პიცა გამოვიძახეთ
მე-ყველა შევიკრიბეთ ხომ?
სოლარი-ხო,აუ მოდით კინოს ვუყუროთ
თეჰიონი-საშიში ოღონდ-ბოლოს ბევრი ბჭობის შემდეგ ანაბელი ჩავრთეთ
დაიწყო თუა არა ჯინმა ყვირილი მორთო, ჰობი გვერდით მჯდომ მძინარე შუგას აეკრო, ჯიმინი კიდე ჩემს გვერდით იჯდა და ჩახუტებულები ვუყურებდით კინოს. ბანჩანი მინჰო და ფელიქსი ერთად კიოდნენ.
დასასრულს ყველამ ამოვისუნთქეთ. მე და ჯიმინი კიდე მთელი დღე ფუი ეშმაკს ვიძახდით შიშისგან.
მე-ვისი იდეა იყო საშიში კინოს ჩართვა შემახსენეთ-ყველამ თეჰიონისკენ გაიშვირა თითი
მე-დაგახრჩოოოოოოობ-თეჰიონმა ეგრევე მოძუძგა,მე კიდე დავჯექი და ვუყურებდი როგორ დარბოდა. ამაზე ყველამ სიცილი მოვრთეთ
თეჰიონი-უიმეეე, ტყუილად მომარბენინე მთელი სახლი
მე-ვინ გითხრა რომ ტყუილად?-ფეხსაცმელი ავიღე და თავში გავუქანე
მე-ნახე, არ გირბენია თურმე ტყუილად.
მერე ვიგუგუნეთ ყველამ ბოლოს გამოვთვერით და ცივ იატაკზე ლოქოებივით ვეყარეთ.
დილას თავის ტკივილი მაღვიძებს, დღეს შაბათია ამიტომ ზემოთ ავედი და გამოვიცვალე.

ქვემოთ ჩავედი, ესენი ისევ ძირს ეყარნენ.

ტელეფონი ავიღე და სარბენად წავედი. ერთი საათი დავრბოდი.

სახლში მივედი, გაუღვიძიათ მძინარე მზეთუნახავებს, მშვიდად ისხდნენ და ჭამდნენ.
.
მე-ოჰ, გაიღვიძეთ მძინარე მზეთუნახავებო?
ჰიუნჯინი-ამ დილაუთენია სად იყავი?
მე-სარბენად
თეჰიონი-რამდენი ხანი დარბოდი?
მე-ერთი საათი
თეჰიონი-რა?
მე-კაი ავალ ოთახში გამოვიცვლი და მოვალ.
ოთახში ავედი, ეგრევე კარადასთან მივედი და ხელში რაც მომხვდა ის ჩავიცვი რადგან არჩევა დამეზარა

სოლარის გვერდით დავჯექი მაგრამ მადა არ მქონდა ამიტომ არაფერი მიჭამია
ნამჯუნი-ლეა რატომ არაფერს ჭამ-და ამ დროს თავში ერთმა იდეამ დამარტყა
სოლარს ეგრევე ყურში გადავუჩურჩულე. მანაც თავი დამიქნია.
მე-თქვენთვის რაღაცის თქმა მინდოდა, და რადგან ყველა შევიკრიბეთ ახლა გეტყვით
თეჰიონი-ლეა ნუ გვანერვიულებ
მე-იცით უკვე ერთი თვეა რაც
ჰიუნჯინი-ლეა ნუ წელავ გთხოვ
მე-კიბო დამიდასტურდა-აი სად ჩაირთო ჩემი მსახიობობის ნიჭი, ცრემლები გადმოვყარე.
ყველა გაჩუმდა, ბუზის გაფრების ხმასაც კი გაიგონებდით
სოლარი-მას არ უნდოდა ენერვიულებინეთ-მანაც გადმოყარა ცრემლები
ჰიუნჯინი-რააა?მმართლა?
თეჰიონი-ლეა მითხარი რომ განკურნება შესაძლებელია
იბო-ლეა გთხოვ რამე თქვი
ყველა ლამის ტირილს დაიწყებდა
მე-განკურნება შეუძლებელია-ეს იყო ბოლო წვეთი და ყველას თვალებში იმჩნეოდა ცრემლები.
მე და სოლარმა სიცილი დავიწყეთ.
მე-ჯიგარი ხარ დაო ჩაარტყი-ხელი გავუწოდე დასარტყმელად
სლ-აუ რა დამაჯერებლად გამოვიდა, ლამის მეც დავიჯერე-ყველა გაკვირვებული მოგვშტერებოდა.
ჯინი-შენ რა არაფერი გჭირს?
თეჰიონი-ლეააააააა, მოგკლააავ
მე-კარგით რააა, ცოტა გართობა არ გვაწყენდა, დილა ძალიან კარგად დაიწყო ამიტომ წინ დიდი გართობა გველის*გველურად ჩავიცინე*

Comment